ქართველი (15+)


არასოდეს გიფიქრიათ თუ რას ნიშნავს იყო ქართველი.

ან საერთოდ რას ნიშნავს “ქართველი”

ამ ბოლო დროს ვაკვირდები და ხანდახან ქართველობას სულ სხვა კუთხრით, ახალ-ახალი სახეებით ვხედავ. ეხლაც, ვგუგლაობდი და რატომღაც გამიჩნდა აზრი რომ მომეძებნა ქართველები, უბრალოდ, სიტყვა ქართველი.

შედეგია,მკვდარს გააცოცხლებს

სურათი N1

პირველი რაზეც გამეცინა არის მეღვინეთუხუცესის(დათა თუთაშხია მაინც არ გაქვთ ნანახი? 😐 ) სახე. თქვენი არ ვიცი მაგრამ აშკარად სახეზე ემჩნევა “What the Fuck” -ის თქმა რომ უნდა. ამათი შემხედვარე მეც იგივეს ვიტყოდი.

მერე გვერდით გავიხედე და კაცი ლეგენდა დავინახე, ონიანი, ტარას ონიანი. მგონი ბიჭოლას შემდეგ ყველაზე ცნობილ ქართველებში მეორე ადგილზე გადის.

მივიხედ მოვიხედე და მესამე რაც დავინახე, მართლა გამიტყდა. მამა ილარიონის ხატი, ორ მეძავს შორის 😦 მართლა სახრამოდ გვაქვს საქმე.

სურათი N2

იმის იმედით რომ მეორე გვერდი მაინც იქნებოდა შედარებით ნორმალური, ჩავწიე მაგრამ არც აქ დამხვდა ნაკლები.

მიშა, ვერა, კახი და ალექსანდრე(ქართველი(გვარია)). ხო, და მაია ჭუჭყიანი კიდე.

სურათი N3 (მეტს გული ვერ უძლებს)

მესამე გვერდი ცოტათი ჩაწყნარდა, ვაჟა და ჭაბუკიანი( მერე რა რომ გეი იყო!!! ) დავინახე და გამიხარდა. მამა თეოდორე და მიშა არ გამიკვირდა, ისედაც მოსალოდნელი იყო.

ბოდიშით მაგრამ ამის ქვემოთ ვეღარ ჩავსქროლე, შემეშინდა, ილია მეორის გვერდით შორენა ბეგაშვილი რომ დამენახა ალბათ გული დამარტყავდა. თუ თქვენი თვალით გინდათ ამ ყველაფრის ნახვა, დააჭირეთ აქ.

ხოდა რატომ დავიწყე ეს თემა… მართლა ისინი ვართ ქართველები რაც პირველ სურათშია ნაჩვენები?!

მართლა გავბ***ით?!

About FsdasD

Glory to the Empire
This entry was posted in სტატიები(პატარა ზომის) and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ქართველი (15+)

  1. niniTo ამბობს:

    რა საშინელებაა 😦

დატოვე კომენტარი