2012 წლის ეროვნული გამოცდების საუკეთესო ესე


ქვემოთ მოცემულ ესეს გამოცდების ეროვნული ცენტრის კომისიისგან მიენიჭა “2012 წლის ეროვნული გამოცდების საუკუთესო ესეს” ტიტული.

საქართველოში განათლების რეფორმები უკვე წლებია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში შეიცვალა, განახლდა და დაინერგა უამრავი ახალი ელემენტი ქართულ საგამოცდო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ აღსანიშნავი რეფორმები უამრავია, ალბათ მაინც ყველაზე გამორჩეულია CAT-ის სისტემის დანერგვა, რომელიც შეიძლება არა საქართველოს, არამედ მთლიანი ამიერკავკასიის მიღწევად ჩაითვალოს.

CAT, იგივე “8+1”, საგამოცდო სისტემაა, რომელიც ყველაზე კარგად მოერგო ქართულ და არა მარტო ქართულ ხასიათს და რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს განათლების დონეზე აიყვანა საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები, განურჩევლად ეთნოსისა და წარმომავლობისა.

CAT-ის დანერგვის რეფორმის უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საგამოცდო პროცესში აქტიურად ჩართვა, რადგან ამ უმცირესობების საგამოცდო პროცესში მონაწილეობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა CAT-ის წინამორბედი სისტემის, “ეროვნული გამოცდების” დროს. CAT-ის დანერგვით და ზედმეტი გამოცდების მოშორებით, ცალსახად წარმოჩინდა ქართული ტოლერანტული სული, რომელიც ასე მეგობრულად უდგას მხარში მის სამხრეთელ, კეთილმოსურნე მეზობლებს.

CAT-ის სისტემის დანერგვაზე დღედაღამ მუშაობდნენ ღირსეული პროფესიონალები განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ მუშაობამ კი, რა თქმა უნდა, უნაკლო ნაყოფი მოგვცა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა გამოცდების სისტემა, რომელიც აღარ დააშინებს და დაზაფრავს მოწადინებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც  უმაღლესი განათლების მიღება უნდოდათ, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდები ამის საშუალებას არ იძლეოდა.

“8+1” სისტემის დანერგვაზე უკვე მთელი რიგი დასავლეთის ქვეყნები ალაპარაკდნენ და რომ შევაჯამოთ, ქართულ საგამოცდო სისტემაში CAT-ის შეტანა მსოფლიო დონის მიღწევად და გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც საქართველოში 2012 წელს, ნაციონალური პარტიის თავაუღებელი მუშაობით მოხერხდა.

ავტორი: არტურ სააკოვი

About FsdasD

Glory to the Empire
This entry was posted in ესეები, პოლიტიკური and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to 2012 წლის ეროვნული გამოცდების საუკეთესო ესე

  1. Nikusha Asanishvili ამბობს:

    magrad texavs.mato imitom mieniwa eg tituli ro nac modzraoba aqo da adida.

  2. =)=)=) ამბობს:

    ეს ესეს ფორმატს ნამდვილად არ შეესაბამება, რადგან ტექსტში არგუმენტირებულად არ არის ჩამოყალიბებული ის, თუ რით სჯობს CAT -ის( 8+1) გამოცდა აქამდე არსებულ ეროვნულ გამოცდას. მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ავტორის პოლიტიკური შეხედულებების გამო მიენიჭა “ესეს” საუკეთეს სტატუსი. =P=P

  3. dima ამბობს:

    8+1 sistema vinmes mouwia?? 8 saatestatos vabarebt da plius 4 gamocdas erovnulebze… ar amushavda es sistema da ranairadaa sakueteso reforma 😀 Esec nolia argumentacia noli… arada yvelaze mnishvnelovania

  4. Tatia Mchedlishvili ამბობს:

    ,,სამხრეთელი კეთილმოსურნე მეზობელი, განთლების სამინისტროს და ნაც. მოძრაობის მესვეურების თავაუღებელი შრომით მიღწეული უნაკლო ნაყოფი, ქართული ტოლერანტული სული…” ნამდვილად იცით რომ ეს საუკეთესო ესეა? ან ვინ გამოავლინა? 8+1 არ ამუშავებულა და რატომ ასხამს ხოტბას ეს ახალგაზრდა ასე დაჟინებით ამიხსენით ვინმემ.

  5. giorgi ამბობს:

    ეს ესე კი არა ნობელის პრემიის გირსი ნაწარმოებია ნაც მოზრაობის გავლენის სფეროს მასშტაბით, მაგათში ყველა ეგრე გამართულად კი არ ლაპარაკობს 😀

  6. vaqot da vadidot mtavroba = erovnulis chabarebas 🙂

დატოვე კომენტარი