სანამ გასული წლის შემაჯამებელ პოსტს დავწერდე, ვთვლი რომ კარგი იქნება დღიურის სტილში დავწერო თუ რა მოხდა ჩემთვის 2011-ში.
- სიყვარული ვიპოვე და თავი ადამიანად ვიგრძენი, ეს უმთავრესი.
- კირჩხიბის ყველაზე დიდი პრობლემა დავძლიე და უფრო გულზიარი გავხდი.
- ხატვაში და წერაში უფრო დავამუშავე ჩემი ხელი.
- ბევრ ადამიანებს დავუმეგობრდი.
- სხვისი ფული დავკარგე.
- ხელოვნებაში გემოვნებაც ცოტათი უფრო დავიხვეწე.
- სკოლაში კარგად(ძალიან კარგად) ვისწავლე. გამხნევებისთვის და მოტივაციის მოცემისთვის მადლობა ერთ ადამიანს.
- საყვარელი ჯინსი გამეხა.
- და საყვარელი კეტიც.
- ოთახში ავეჯს და საგნებს ადგილები შევუცვალე და მგონი კარგიც ვქენი.
- კულინარიაში გავიწაფე. კვერცხის კეთების უამრავი ხერხი გამოვიყვანე ან ვისწავლე.
- სხვა კერძებიც ვისწავლე, მარტო კვერცხით არ შემოვიფარგლები.
- ბაბუა გარდამეცვალა. ის რომ არა თქვენ ეხლა ამ ბლოგზე არ იქნებოდით.
- ბიძაც გარდამეცვალა. ;’(
- ერთ ადამიანს გული ძალიან ვატკინე. და ეხლაც ვტკენ.
- ჩამოსაკიდი საათი ‘ვითრიე’.
- ჩემი პროექტის რუკა დავხატე და ხერხემალი გავუკეთე.
- არითმეტიკული პროგრესიის ფორმულები ძალიან კარგად დავიზეპირე.
- გეომეტრიაში კი რამდენიმე ფორმულა ჩემით გამოვიყვანე, მართალია შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ფორმულები ოცი საუკუნის წინ ბერძენ ბრძენებს გამოეყვანათ, მაგრამ მაინც.
- ფიზიკა ვისწავლე. ბიოლოგიაც. დამრჩა ქიმია. ოხ ქიმია.
- დაგეგმილი ასი წიგნი ვერ წავიკითხე. ორმოცსაც კი ვერ ავცდი. სტუდენტობაში ავანაზღაურებ. აბიტურიენტობის გამო მეპატიება.
- ზოგადი ცოდნაც კარგად ავიმაღლე. მადლობა ვიკიპედიას, გუგლს და ენციკლოპედიებს.
- ჩემი სარკაზმული ენაც კარგად დავახელოვნე.
- გადავეჩვიე ქერებს.
- გავიმარჯვე რამდენიმე კონკურსში.
- ეგოიზმი ნაკლიდან დადებით თვისებად ვაქციე.
- ბეჭდების მბრძანებელი წავიკითხე.
- პატიოსნად ვემსახურე რესპუბლიკას.
- საბოლოოდ ჩამოვაყალიბე ჩემი რელიგიური შეხედულებები. იმედია სიკვდილის წინ მაინც არ შევიცვლი.
- 2008 წელს ჩემი ნაწინასწარმეტყველევი ‘არეულობა აღმოსავლეთში’ 2011 წელს ახდა. ლიბია/სირია/ეგვიპტეს ვგულისხმობ.
- IQ გავზარდე.
- ჭადრაკი ძალიან კარგად ვისწავლე.
- ვეფხისტყაოსანი წავიკითხე.
- ჩემ დას უნებურად რამდენიმე საჭირო ფრაზაც ვასწავლე.
- Facebook Account გავიკეთე.
- ვიყავი საზღვარგარეთ.
მგონი სულ ესაა. =3 =3 2011 ჩემთვის ბედნიერი წელი არ ყოფილა , მაგრამ უნდა დავკმაყოფილდეთ იმითაც რაც გაგვაჩნია.
და შევიდეთ 2012 წელში.
გილოცავთ ყველას.
ეს მაინც ყოფილიყოს ბედნიერი.