სანამ დავიწყებდე, ჯობია ჯერ გაგაცნოთ თუ რა არის(ან ვინ არის) ინდიგო.
ინდიგო არის ფერი, მუქი იასამნისფერი.
კარგით,ვხუმრობ
ნენსი ტეპმა(თუ როგორცაა,Nancy Tappe ,დაგუგლეთ თუ გინდათ) სამოცდაათიან წლებში წამოჭრა საკითხი რომ მსოფლიოში ბავშვების ახალი თაობა, სახელად ინდიგო მოდიოდა. მან გამოსცა ასევე წიგნი, სადაც დაწვრილმანებით საუბრობს ინდიგო ბავშვებზე, მათ თვისებებსადა ფსიქოლოგიურ მხარეზე.
ნენსის თქმით, ინდიგო ბავშვების რიცხი ყოველ ათწლეულში 10%-ით იზრდებოდა.ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღევანდელი(2011) პატარა ბავშვების(7-8 წლამდე) 70% ინდიგოა.
ნენსი თავის წიგნში (understanding Your Life Through Color) გვეუბნება რომ ინდიგო ბავშვები იასამნისფერი აურათი იბადებიან, და დანარჩენ ბავშვებთან შედარებით,განვითარებული აქვთ რამდენიმე თვისება. ჩამოვთვლი თქვენის ნებართვით.
- შედარებით(ვინ შეადარა ნაღდად არ ვიცი) ემოციურები არიან, და მათი განაწყენება/ან გახარება ძალიან პრიმიტიული საგნებითაც შეიძლება. თეორიულად ინდიგოები კეთილი ბავშვები არიან მაგრამ მათი გაბოროტებით შეიძლება საშინელი მკვლელის,მანიაკის ან დიქტატორის მიღება.
- ინდიგოსთვის სამართლიანობა უმთავრესია, ზუსტად ამის გამო ისინი ხანდახან ბევრ რამეს ვერ აღწევენ.
- გაძლიერებული აქვთ ინტუიცია, და ფლობენ ტელეპატიის ნიჭს.
- არიან ძალზეც კრეატიულები, მიჩნეულია რომ ინდიგოები (ან ინდიგოს ბავშვები, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ) მიისწრაფვიან ახალის შექმნისკენ, ზუსტად ამიტომ მათი უმეტესობა ხელოვნებაში იძირება.
- ინდიგოს ბავშვი ვერ იტანს ზეწოლას და ძალადობას, ასევე მისი დამორჩილება შანტაჟით და მუქარით თითქმის შეუძლებელია.
- ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი ინდიგოში, მისი თვალებია. ინდიგოებს “ღრმა” თვალები აქვთ და პატარა ასაკშივე “სერიოზულდებიან”. მაგალითად ინდიგო ბავშვმა 6 წლის ასაკში შეიძლება მშობელს თხოვოს რომ აუხსნას თუ რას ნიშნავს E=mc^2.
- ინდიგო ბავშვი გამოირჩევა ყურადღების გაფანტულობით. ხშირად “აშტერდება” საგნებს მაგალიტად ჭერს, ხეს ან ქუჩას. შეიძლება ერთი საათი იზეპიროს რამე სიტყვა და შემდეგ ზუსტად ხუთ წუთში დაავიწყდეს.
- და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ინდიგოები განსაკუთრებით კარგად ეწყობიან ტექნიკას. მაგალითად 2 წლის(რომელმაც ლაპარაკიც არ იცის) ბავშვმა შეიძლება თავისუფლად ჩართოს კომპიუტერი, ჩამრთველი>>UPS>>კეისი-ს თანმიმდევრობით ან ნოკიაზე მოხსნას ბლოკი. დაფიქსირებულია რომ ინდიგოებად მიჩნეული ბავშვები იოლად უღებენ ალღოს ისეთ პროგრამებს როგორიცაა Sony Vegas, Photoshop და სხვა მრავალი.
მეცნიერების აზრით ინდიგოების თაობა იქნება სავსე ადამიანებით რომლებიც გააერთიანებენ მსოფლიოს, შექმნიან ერთიან სახელმწიფოს. ზუსტად ამ მოსაზრების გამო მწვავდება დაპირისპირება რელიგიებსადა ინდიგოს მხარდამჭერ მეცნიერებს შორის.
ბევრი მეცნიერი ასევე მიიჩნევს რომ(და ეს ფაქტორებიც ყურადსაღებია) ინდიგო ბავშვის ფენომენი “მოგონილია”.
რომ ბავშვები ინფორმაციისმიწოდების დიდი დოზით გახდნენ კრეატიულები და ტექნიკაშიც იმიტომ ერკვევიან რომ მათი სამყარო ციფრული ტექნიკით არის გარშემოტყმული. მეცნიერები ინდიგოს უყურადღებობასაც იმით ხსნიან რომ ამ ბოლო დროს გავრცელებული ADHD(ყურადღების იოლი გაფანტულობა) უკვე საგრძნობლად შეიმჩნევა.
ამ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ “ინდიგო” არის ფსიქოლოგების მიერ მოგონილი მოვლენა რომლითაც კაცობრიობა უნდა დამშვიდდეს, ADHD ინდიგოობას გადააბრალოს და ა.შ
რომ დავასრულოთ, არავინ არ იცის, ინდიგოები მართალია თუ არა. ფაქტია რომ დღევანდელი ბავშვები ძალიან “განსხვავებულები” არიან, თუ არ გჯერათ დილით სადმე სკვერში გაისეირნეთ, ან სკოლაში პირველკლასელებს დააკვირდით.
და რომ დავასრულოთ, მართლა ვერავინ ვერ დაამტკიცებს ინდიგოების “ჭეშმარიტებას”, შეიძლება ბავშვებმა უბრალოდ ფსიქოლოგიურად განიცადეს ევოლუცია, მათი სამყარო უფრო ნათელი და სავსეა ვიდრე ჩემი თაობის ბავშვობის სამყარო(კერასინკები და უშუქობა რომ იყო…და ტურბოები რომ შემოვიდა თურქეთიდან, ბუმი რო იყო. მეცხრე ბლოკი გახსოვთ?
) და შეიძლება ესეც იყოს ამ ცვლილების გამომწვევი მიზეზი.
ვერადავერ დავასრულე….
თუ თქვენი თავი ამოიცანით ინდიგოში ნუ შეგეშინდებათ, უფრო მეტი მოიძიეთ და იქნებ მოგეწონოთ კიდევაც ინდიგოობა. ეს ხომ ძალიან ლამაზი ფერია

zemot chamotvlili kriteriumebidan sakmaoze meti shemesabameba magram me mag yvelafers gamolenchebis ert ert stadiad vtvlidi
)
გიორგი, ზუსტად მაგაზე დაობენ მეცნიერები რომ ეს “ინდიგოობა” არის ტყუილი რომ გამოლენჩებულებმა გამოლენჩებულად არ იგრძნონ თავი და საკუთარ თავში “ინდიგო:,იგივე ახალი ძალა დაინახონ, ეს მათ თვითდაჯერებას შეჰმატებს.
რის შედეგადაც ბევრი გამოლენჩებული გამოსწორდება.
ანუ ეს ვარიანტიც უნდა ჩაითვალოს.
ისე მე მაინც არ ვიცი რომელი მხარისკენ ვარ.
ise gamolenchebuls mainc indigo mirchevnia vucodo chem tavs
))
ხოდა მაშინ იყავი ინდიგო
ბე-ჰე!
ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი ინდიგოში, მისი თვალებია. ინდიგოებს “ღრმა” თვალები აქვთ და პატარა ასაკშივე “სერიოზულდებიან”. მაგალითად ინდიგო ბავშვმა 6 წლის ასაკში შეიძლება მშობელს თხოვოს რომ აუხსნას თუ რას ნიშნავს E=mc^2.
ეს ნაღდად გადააჭარბეს… ისე სისულელეა ჩემი აზრით,
პოსტი კარგია და აქტუალური.