სახელისდამტოვებლები

Есть два типа людей, ისინი რომლებიც ქმნიან ისტორიას, და ისინი რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ (თუმცა ეს უბრალო ადამიანები ხანდახან უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ “ისტორიის მქმნელი ადამიანების” ცხოვრებებში).

იმ ადამიანების უდიდეს ნაწილს, რომლებსაც სახელის დატოვება უნდოდათ, აწუხებდათ მრღნელი, მოუსვენარი პროტესტის გრძნობა და ამ პროტესტის დაკმაყოფილების სასწაულებრივი ჟინი, თითქმის ისეთივე როგორიც კოღოების კბენისგან გაწამებულ ადამიანს აქვს, როცა კანი ექავება. ეს ადამიანები აკეთებდნენ და მიდიოდნენ ყველაფერზე, რათა მიეღწიათ მიზნისთვის, დაეოკებინათ, მოეკლათ პროტესტის გამომწვევი ობიექტები. თითქმის ყველა ასეთი ადამიანი კარგავდა “პირად ცხოვრებას” და მთელი გონებითა და გულით გადაერთვებოდა ამ მძაფრი მოთხოვნილების შესრულებაზე.

ავიღოთ ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ჰიტლერი, ალექსანდრე დიდი, ნაპოლეონი, ნიცშე, ილია მართალი, დავით აღმაშენებელი, ბორჟია, მაკიაველი, და ვინჩი, მარტინ ლუთერ კინგი, კოლუმბი, განდი, მარტინ ლუთერი, პრომეთე (ჰაჰ), მანდელა ან კონსტანტინე მესამე… ამ ადამიანებს ძრავდა შინაგანი პროტესტი (ზოგს ობიექტური, ზოგიც სუბიექტური), უჩენდა ძალასა და ამბიციას რათა ექმნათ რაღაც დიდი, რაც ჭეშმარიტებასთან და სამართლიანობასთან იქნებოდა თანხსნილი.

მაგალითად ალექსანდრე დიდი, ამ ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება ლაშქრობაში ჩააფოლადა და უძღვებოდა გიგანტური იდეების უძლეველ არმიას, რომელსაც უნდა გაეერთიანებინა მთელი მაშინდელი კაცობრიობა (და გააერთიანა კიდეც). ის, მიუხედავად თავისი პატრიოტიზმისა, გაიმპერატორების შემდგომ თავის სანატრელ და სანუკვარ სამშობლოში ვერ დაბრუნდა, ვერ შეირთო “ოცნების ქალი” და ვერც მშობლებთან ურთიერთობებში გაუმართლა. ალექსანდრეს გარშემო იყო დიდი იმპერია, მაგრამ ის მაინც მარტო, უბედურად, ნაცრისფრად მოკვდა, მან მთელი არსება “დიადი მაკედონიის” შექმნას შეალია, რომელიც მის სიკვდილთან ერთად, ქაღალდისგან ნაგები ციხე-სიმაგრესავით ჩაიფერფლა.

სახელისდამტოვებელი ადამიანები თავიანთი სხივებით დიდ საგნებს აოქროსფერებენ და აღარ რჩებათ ენერგია სიყვარულისთვის, გართობისთვის, დასვენებისთვის ან ოჯახისთვის. ამ დიდ ადამიანთა მზე ერთი აზრით იწყება და მთავრდება, ისინი მუდამ (შეუსვენებლივ) დატრიალებენ თავიანთ ზესაგანს, რისთვისაც იყვნენ გაჩენილები, რისთვისაც იქცნენ “განსხვავებულებად” და უცნაური, არნახული ფორმის ადამიანებად.

დიდი ადამიანებს ხშირად გიჟებად რაცხავენ. და გასაკვირიც არაა. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ზენიტურ ძალებს და შედევრებს, ჰპოვებენ ჭეშმარიტებას და ხდებიან ზეადამიანები, სიყვარულის უქონლობას ძალიან განიცდიან, რადგან ისინიც კი აცნობიერებენ რომ არაფერია ფასეული უსიყვარულოდ. ამ გრძნობებს კი მოსდევს დიდი დეპრესიები და ხშირად თვითმკვლელობა ან დაღმასვლა, დამხობა.

თუმცა ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე თავისუფლები, პირდაპირები, ლაღები და ბავშვურები, რადგან მათ არ ჰქონდა ის არასრულფასოვნების კომპლექსები, რომლებიც ანგრევენ ადამიანების “მე”-ს შეგრძნებას. პითაგორას ნათქვამისდა მიხედვით, ამ ადამიანებმა მოახერხეს თავიანთ თავებში დიდი ძალაუფლებით “მე”-ს დაჭერა და დაუფლება.

ისტორიის მქმნელი, მაგალითის და სახელის დამტოვებელი, შემცვლელი რუტინისა და ახალი იდეის მომტანი ადამიანები. რანი არიან ისინი.
ისინი გაიცნობენ ადამიანთა მთელ ლეგიონებს, ზოგს დაშორდებიან, ზოგს მოიშორებენ, ან სულაც მუდამ ერთი მიმართულებით ივლიან.

მაგრამ

გვირაბში მაინც ერთი ლიანდაგი შედის.
და როგორც ყველა ადამიანი,
დიდი ადამიანიც მარტო მოკვდება.
და უფრო ტრაგიკულად.
რადგან მას არ ექნება სიცოცხლე ნანახი,
სიცოცხლე, რომლის დასაცავად და გავრცელებისათვის ის მთელი ცხოვრება იბრძოდა.

ჩანაწერები პროტაგონისტის ბლოკნოტიდან

Posted in ესეები | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

ჩემი 2011 წელი.

სანამ გასული წლის შემაჯამებელ პოსტს დავწერდე, ვთვლი რომ კარგი იქნება დღიურის სტილში დავწერო თუ რა მოხდა ჩემთვის 2011-ში.

  • სიყვარული ვიპოვე და თავი ადამიანად ვიგრძენი, ეს უმთავრესი.
  • კირჩხიბის ყველაზე დიდი პრობლემა დავძლიე და უფრო გულზიარი გავხდი.
  • ხატვაში და წერაში უფრო დავამუშავე ჩემი ხელი.
  • ბევრ ადამიანებს დავუმეგობრდი.
  • სხვისი ფული დავკარგე.
  • ხელოვნებაში გემოვნებაც ცოტათი უფრო დავიხვეწე.
  • სკოლაში კარგად(ძალიან კარგად) ვისწავლე. გამხნევებისთვის და მოტივაციის მოცემისთვის მადლობა ერთ ადამიანს.
  • საყვარელი ჯინსი გამეხა.
  • და საყვარელი კეტიც.
  • ოთახში ავეჯს და საგნებს ადგილები შევუცვალე და მგონი კარგიც ვქენი.
  • კულინარიაში გავიწაფე. კვერცხის კეთების უამრავი ხერხი გამოვიყვანე ან ვისწავლე.
  • სხვა კერძებიც ვისწავლე, მარტო კვერცხით არ შემოვიფარგლები.
  • ბაბუა გარდამეცვალა. ის რომ არა თქვენ ეხლა ამ ბლოგზე არ იქნებოდით.
  • ბიძაც გარდამეცვალა.         ;’(
  •  ერთ ადამიანს გული ძალიან ვატკინე. და ეხლაც ვტკენ.
  • ჩამოსაკიდი საათი ‘ვითრიე’.
  • ჩემი პროექტის რუკა დავხატე და ხერხემალი გავუკეთე.
  • არითმეტიკული პროგრესიის ფორმულები ძალიან კარგად დავიზეპირე.
  • გეომეტრიაში კი რამდენიმე ფორმულა ჩემით გამოვიყვანე, მართალია შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ფორმულები ოცი საუკუნის წინ ბერძენ ბრძენებს გამოეყვანათ, მაგრამ მაინც.
  • ფიზიკა ვისწავლე. ბიოლოგიაც. დამრჩა ქიმია. ოხ ქიმია.
  • დაგეგმილი ასი წიგნი ვერ წავიკითხე. ორმოცსაც კი ვერ ავცდი. სტუდენტობაში ავანაზღაურებ. აბიტურიენტობის გამო მეპატიება.
  • ზოგადი ცოდნაც კარგად ავიმაღლე. მადლობა ვიკიპედიას, გუგლს და ენციკლოპედიებს.
  • ჩემი სარკაზმული ენაც კარგად დავახელოვნე.
  • გადავეჩვიე ქერებს.
  • გავიმარჯვე რამდენიმე კონკურსში.
  • ეგოიზმი ნაკლიდან დადებით თვისებად ვაქციე.
  • ბეჭდების მბრძანებელი წავიკითხე.
  • პატიოსნად ვემსახურე რესპუბლიკას.
  • საბოლოოდ ჩამოვაყალიბე ჩემი რელიგიური შეხედულებები. იმედია სიკვდილის წინ მაინც არ შევიცვლი.             :D
  • 2008 წელს ჩემი ნაწინასწარმეტყველევი ‘არეულობა აღმოსავლეთში’ 2011 წელს ახდა. ლიბია/სირია/ეგვიპტეს ვგულისხმობ.
  • IQ გავზარდე.       :)
  • ჭადრაკი ძალიან კარგად ვისწავლე.
  • ვეფხისტყაოსანი წავიკითხე.
  • ჩემ დას უნებურად რამდენიმე საჭირო ფრაზაც ვასწავლე.
  • Facebook Account  გავიკეთე.
  • ვიყავი საზღვარგარეთ.


მგონი სულ ესაა.    =3 =3   2011 ჩემთვის ბედნიერი წელი არ ყოფილა , მაგრამ უნდა დავკმაყოფილდეთ იმითაც რაც გაგვაჩნია. 

და შევიდეთ 2012 წელში.

გილოცავთ ყველას.

ეს მაინც ყოფილიყოს ბედნიერი.

Posted in პირადი ცხოვრებიდან | Leave a comment

უსათაურო ჩანაწერი #1(ანუ ჩემი ფენტეზი მოთხრობა)

წინა პოსტში ვწუწუნებდი, ვწუწუნებდი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების ნაკლებობაზე ქართულ ლიტერატურაში.

ეს იყო ერთგვარი შემზადება იმისთვის რაც ახლა უნდა ვთქვა.

მე   ვწერ   ფენტეზის.

დიახ, ბავშვობიდან მაწუხებდა წარმოსახვითი სახელმწიფოების არსებობდა, წარმოსახვითი ადამიანები და მათი ისტორიები, მათი გმირობები და ტრაგედიები. კარგად მახსოვს, ძილის წინ დავიწყებდი ოცნებას, ვქმნიდი პერსონაჟებს, შემდეგ სამყაროებს, ქვეყნებს, მეფეებს, მცველებს და მსახურებს. შემდეგ ვოცნებობდი ამ სამყაროზე სანამ არ დავასრულებდი მის ”ამბავს”, ეს კი დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, ერთი თვის შემდეგ კი ახალ სამყაროს ვქმნიდი ახალი ამბებით. საბოლოოდ თხუთმეტ წელს მიღწეულს დაახლოებით ასამდე ესეთი ამბავი მქონდა ჩემი გონების ბიბლიოთეკაში, სადღაც მტვრიან კუთხეში მიგდებული. ზუსტად ამ დროს ერთ-ერთი ამოვარჩიე და ისევ მასზე ოცნება დავიწყე. და უეცრად, რამდენიმე მიზეზთა გამო გადავწყვიტე ეს ამბავი დამეწერა.

წერა შარშან დავიწყე.

პირველი ვერსია მოვამთავრე თუ არა, გადავხედე და აღმოვაჩინე რომ ძალიან მშრალი ამბავი იყო რომელსაც მხოლოდ გონებაში არსებობის უფლება თუ ქონდა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ახალი ჩონჩხი ამეგო ჩემი მოთხრობისთვის და ასე მოვიქეცი კიდევაც. დღეისთვის ჩონჩხი მთლიანად ჩამოყალიბებულია და წერაც დაწყებული მაქვს. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ წერა რამდენიმე წელს გასტანს, რადგან მინდა კარგი გამოვიდეს.

მოთხრობას ჯერ სახელი არ აქვს.

მოთხრობა წმინდა ეპიკური ფენტეზის ჟანრია (კრიტერიუმების მიხედვით ასე გამოდის), მოქმედება გამოგონილ სამყარო/პლანეტაზე მიმდინარეობს. არ მინდა გული დაგწყვიტოთ მაგრამ ორკები, დრაკონები და ელფები არ მიხმარია. მოთხრობის პროტაგონისტი უბრალო (თუმცა, არც თუ ისე უბრალო) ბიჭია, რომლის ცხოვრებაშიც უეცარი ცვლილებები (არა, არც მშობლებს არ უკლავენ, არც შეყვარებულს და არც დრაკონის შვილი არ აღმოჩნდება) ხდება რასაც მთლიანად სამყაროს ცვლილება მოჰყვება, იმპერიების დამხობით დაწყებული…..შინაარსისთვის ეს საკმარისია, არ მინდა ყველაფერი აქ დავწერო.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აბიტურიენტი ვარ, და შესაბამისად წერისითვის დიდი დრო არ მრჩება, მიმდინარე წელი ცავარდნილი მაქვს. შემდეგი წლისთვის უკვე სტუდენტი ვიქნები და ალბათ მეცლება კიდევაც იმისთვის რომ ბოლომდე მოვამთავრო მოთხრობა.

ილუსტრირებაც მე ვითავე და იქამდე მინდა ხატვაც კარგად ვისწავლო, რომ ღირსეული ილუსტრაციები გავუკეთო.

ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა.

ალბათ, მალე მოვრჩები მის წერას და გამოცემასაც ეღირსება თუ დაიმსახურებს. მანამდე კი, ინტერნეტ ვერსიას აუცილებლად დავდებ.

მოკლედ, დღეიდან ”პროექტ: ქვას” (ასე ვუწოდებ იქამდე სანამ სათაურს მოვუფიქრებ) ოფიციალურად დაწყებულად ვაცხადებ.

მადლობა ყურადღებისთვის

ნახვამდის

PS ეს ერთ-ერთი პრე-ილუსტრაციაა.

Posted in პირადი ცხოვრებიდან | Tagged , , , , , , | 4 Comments